საქართველოს ეკონომისტთა
V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება
კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში
კონფერენცია ტარდება 8 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს
კონფერენციაზე იქნება განხილული შემდეგი პრობლემატიკა:
- კონფრონტაციული გლობალიზაცია და გლობალური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები;
- საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები შუა დერეფნის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში;
- ეკონომიკურ მეცნიერების მიერ ეკონომიკური პრობლემების ახლებური გააზრება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში;
- ეკონომიკური პოლიტიკის ახალი გამოწვევები;
- ეკონომიკური ზრდის და განვითარების ახალი პრობლემები;
- მდგრადი ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და ტენდენციები;
- მსოფლიო ეკონომიკაზე კონფრონტაციული გლობალური პროცესების გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება;
- კონფრონტაციული გლობალური პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება;
- ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები;
- მაკრო რეგულირების ძირითადი ინსტრუმენტები;
- მონეტარული, ფისკალური და საბიუჯეტო პოლიტიკების თავისებურებები;
- მიკროეკონომიკური გარემო და მისი გაუმჯობესების ძირითადი ინსტრუმენტები;
- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საგარეო ვაჭრობა;
- საფინანსო ბაზრებისა და ეკონომიკური ციკლების ახლებური გააზრება;
- სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის თეორია და პრაქტიკა;
- ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირების თანამედროვე მექანიზმები;
- მოსალოდნელი ინსტიტუციური ცვლილებების ძირითადი მიმართულებები;
- კონკურენტუნარიანობის ახლებური გააზრება;
- კონფრონტაციული გლობალიზაცია და ენერგეტიკული პრობლემა;
- უცხოური პირდაპირი ინვესტიციების როლის ახლებური გააზრება;
- ეკონომიკური პრობლემების სივრცობრივ-რეგიონული ასპექტები;
- დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში;
- ინოვაციური განვითარების გზების ძიება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის პრობლემები;
- სოციალური სფეროს გამოწვევები და გადაჭრის გზები;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები და მათი გადაჭრის ძირითადი;
- ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და ეკოლოგიური პრობლემები.
კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:
2023 წლის 8 სექტემბერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
(ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ)
სამუშაო ენა: ქართული
ორგანიზატორები:
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
- თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.
სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - თავმჯდომარე;
პროფესორი ვახტანგ ჭარაია (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით) - თანათავმჯდომარე;
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) -- თანათავმჯდომარე;
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები:
აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი (საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია).
რამაზ აბესაძე (თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი);
იური ანანიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გივი ბედიანაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - პასუხისმგებელი მდივანი;
თეიმურაზ ბერიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
სიმონ გელაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
რევაზ გველესიანი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ნუგზარ თოდუა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
მიხეილ თოქმაზიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
მერაბ კაკულია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი);
მურმან კვარაცხელია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
პაატა კოღუაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
ელგუჯა მექვაბიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ავთანდილ სულაბერიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);
მირიან ტუხაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
თეიმურაზ შენგელია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ვლადიმერ ღლონტი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ეთერ ხარაიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
ნიკოლოზ ჩიხლაძე (ქუთაისის უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ეკონომიკის დოქტორები, პროფესორები:
ბადრი გეჩბაია (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
თეა ლაზარაშვილი (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი);
მანანა ლობჟანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
დავით ნარმანია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
თენგიზ თაქთაქიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი);
ლევან საბაური (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
დემურ სიჭინავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გიორგი ღაღანიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ნინო ფარესაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
მაია მელაძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი);
ლევან ქისტაური (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ქართული უნივერსიტეტი);
თეა ხორგუაშვილი (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ნათელა წიკლაშვილი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გიორგი ღავთაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ემზარ ჯგერენაია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
საორგანიზაციო ჯგუფი
ლანა ებრალიძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი); უჩა გოგრიჭიანი (თსუ);
თემურ გოგოხია (თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ვადები:
- ანოტაციის (არაუმეტეს 500 სიტყვისა) წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 მაისი;
- მოხსენების (სტატიის - არაუმეტეს 3 000 სიტყვისა, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს - 2,5 სმ., ზედა და ქვედა - 2 სმ., გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს, სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი და ელფოსტა, ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 150-300 სიტყვა (ნაშრომის მთავარი შინაარსის ასახვით), საკვანძო სიტყვები 3-5, აკრეფილი Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 12). წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი;
- წარმოდგენილი სტატიები ელექტრონული ფორმით გამოქვეყნდება საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულში;
- კრებულში სტატიის გამოქვეყნების წინაპირობაა კოფერენციაზე მოხსენებით გამოსვლა.
საკონფერენციო მასალები უნდა გაიგზავნოს პროფ. გივი ბედიანაშვილის ელექტრონულ მისამართზე: givi.bedianashvili@tsu.ge და ასევე, პარალელურად პროფ. თენგიზ თაქთაქიშვილის ელექტრონულ მისამართზე: tengiz.taktakishvili@gruni.edu.ge.